ინგლისის პრემიერ ლიგა. ვესტ ჰემი – მანჩესტერ სიტი Preview

“ლივერპულის” მარტივი გამარჯვების შემდეგ ლონდონში ვფიქრობ გაცილებით უფრო საინტერესო მატჩი გველის.

“ჩაქუჩების” შემადგენლობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მასპინძლებმა მნიშვნელოვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ მარკო არნაუტოვიჩი დათმეს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გუნდიდან წასვლა ქონდა გეგმაში. ახალწვეულებიდან კი უფრო “გაპიარებული” სებასტიან ჰალერის გარდა “ვილიარეალიდან” დამატებული პაბლო ფორნალსია აღსანიშნავი, რომელიც ვფიქრობ საგრძნობლად გააძლიერებს “ვესტ ჰემის” ნახევარდაცვას. ადგილზეა მანუელ პელეგრინიც და ვფიქრობ ჩილელის გუნდი ცალკეულ მატჩებში ბევრ მეტოქეს შეუქმნის პრობლემას. თუმცა განსაკუთრებულ შედეგებს ლონდონელებისგან არც ამ სეზონში ველი.

საინტერესოა “სიტი” როგორ უპასუხებს “ლივერპულის” გუშინდელ მშვენიერ სტარტს, თუმცა ფაქტია “ქალაქელებს” მეტოქე გაცილებით უფრო რთული ყავთ. სანე და მენდი მატჩს ტრავმების გამო გამოტოვებენ, ასევე საეჭვოა ფერნანდინიოსა და ლაპორტეს თამაში. თუ ბრაზილიელი მართლაც ვერ მოახერხებს მოედანზე გამოსვლას, მის ნაცვლად სასტარტო თერთმეტეულში დიდი შანსია გუნდის ახალწვეული როდრიგო ვიხილოთ.

საინტერესო ფაქტები

  • “მანჩესტერ სიტის” პრემიერ ლიგაში ბოლო 14 მატჩი აქვს მოგებული
  • დღევანდელი მეტოქეების ბოლო 9 ურთერთშეხვედრა “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით დასრულდა
  • “ვესტ ჰემმა” პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მინიმუმ ორი გოლის გატანა მოახერხა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s