ინგლისის პრემიერ ლიგა. მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი Preview

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” დაუპირისპირდებიან. უახლოეს წარსულში მხოლოდ ტიტულებისათვის მებრძოლი ორი გუნდისთვის წლევანდელი მაქსიმუმი ალბათ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება და უშუალო კონკურენტები პირველივე ტურიდან იწყებენ ურთიერთობების გარკვევას.

მანჩესტერელების დაცვის ხაზს მაგუაერის შეძენა საგრძნობლად გააძლიერებს, თუმცა გუნდიდან წასული რომელუ ლუკაკუს ნაცვლად “წითლებმა” შემცვლელის ყიდვა ვერ მოასწრეს და წინა ხაზში ნაკლები არჩევანი აქვთ.

სატრანსფერო ბანის გამო “ჩელსის” ახალი ფეხბურთელების შეძენის უფლება არ ქონდა, რის გამოც “არისტოკრატებმა” ფაქტობრივად ყველა განათხოვრებული ფეხბურთელი დაიბრუნეს. დამატებითი დარტყმა რა თქმა უნდა ედენ აზარის გუნდიდან წასვლაა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მთავარ იმედად სამომავლოდ ჰადსონ ოდოის მიიჩნევენ. თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმირებულია და დღეს ვერ დაეხმარება თავის გუნდს. ამ პირობებში ორმაგი შანსი ეძლევა კიდევ ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავს მაუნთის, რომელმაც წინასასეზონო შეკრებაზე არაერთხელ გამოიჩინა თავი.

საინტერესო ფაქტები

  • მანჩესტერში გამართული ბოლო 7 ურთიერთშეხვედრიდან ექვსში 2.5 ნაკლები გოლი “დაჯდა”
  • მანჩესტერში გუნდების მიერ გამართული ბოლო 6 ურთიერთშეხვედრიდან “ჩელსიმ” ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s