გერმანიის ბუნდესლიგა. ბაიერნი – ჰერტა Preview

ბუნდესლიგის ახალი სეზონის გახსნით მატჩში ერთმანეთს მიუნჰენის “ბაიერნი” და ბერლინის “ჰერტა” დაუპირისპირდებიან.

მიმდინარე სეზონი ის იშვიათი გამონაკლისია როდესაც “რეკორდმაისტერი” ჩემპიონატის აშკარა ფავორიტად არ ითვლება. ბავარიელთა რიგები დატოვეს მატს ჰუმელსმა, არიენ რობენმა, ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა, რაც რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია. მეორეს მხრივ “ბაიერნმა” საკმაოდ საინტერესო მოთამაშეები დაიმატა ბენჟამინ პავარის, ლუკას ერნანდესის, ივან პერიშიჩის და ნიჭიერი თინეიჯერის იან არპის სახით. რამდენად დააკომპენსირებენ ახალი მოთამაშეები გუნდიდან წასულ ლიდერებს რთული სათქმელია და ამიტომაც ორმაგად საინტერესოა ჩემპიონატის პირველი მატჩი.

დანაკლისით ხვდება ახალ ჩემპიონატს ბერლინის “ჰერტაც”. გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ვალენტინო ლაძარო “ინტერმა” შეიძინა, რაც დედაქალაქელების ნახევარდაცვას ნამდვილად დაეტყობა. თუმცა საბოლოო ჯამში სტუმრებმა სატრანსფერო ფანჯარა ვფიქრობ ნაყოფიერად გამოიყენეს და ლაძაროს გაყიდვით მიღებული ფული ძალიან საინტერესო ფეხბურთელებში დააბანდეს. განსაკუთრებული ინტერესით ველი დოდი ლუკებაკიოს დებიუტს ბერლინელთა რიგებში, რომელიც შემტევი პოტენციალით გამოირჩევა. მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს გუნდი ედუარდ ლიოვენმა, ხოლო დერდიკ ბოიატა ბერლინელებს გამოცდილებასაც შემატებს.

საინტერესო ფაქტები

  • ბაიერნს ბუნდესლიგაში ზედიზედ 11 საშინაო მატჩი აქვს მოგებული
  • ჰერტამ მიუნჰენში გამართულ ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში “ბაიერნს” ვერცერთი გოლი ვერ გაუტანა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s