ესპანეთის ლა ლიგა. ბილბაო – ბარსელონა Preview

2019/20 წლების ლა ლიგა ბასკეთში აიღებს სტარტს.

სეზონის გახსნითი მატჩი ბილბაოში, “სან მამესზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკი” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლებს.

გასული სეზონი “ბარსამ” ჩემპიონატის მოგებით, ხოლო “ატლეტიკმა” მე-8 პოზიციაზე დაასრულა და ევროტურნირებზე ასპარეზობის შანსი დაკარგა.
წლევანდელ სეზონში ბილბაოელების მთავარი საზრუნავი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იქნება, ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი მოტივაციით შეხვდებიან ბასკები სეზონის გახსნას საკუთარ მოედანზე.

ორივე გუნდმა გამართა პრე-სეზონის მატჩები:

ბილბაოელებმა ბოლო 5 მატჩში 1 შეხვედრა სანტანდერის “რასინგთან” მინიმალური ანგარიშით 0-1 დათმეს, 2 მატჩი, “რომასთან” და “ნუმანსიასთან” ფრედ დაასრულეს, ხოლო ორში, “მირანდესთან” და “ვესტ ჰემთან” გაიმარჯვეს (“ვესტ-ჰემთან” პენალტების სერიაში).

ბარსელონელებისთვის პრე-სეზონი წარმატებული გამოდგა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა 5-დან მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს “ჩელსისთან”, მინიმალური ანგარიშით 1-2, დანარჩენი 4 მატჩი: “ვისელ კობეს”, ლონდონის “არსენალს” და 2 შეხვედრა “ნაპოლის” წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულეს.

უკანასკნელ სეზონში ორივე დაპირისპირება ფრედ დასრულდა. “სან მამესზე” გუნდებმა უგულოდ, ხოლო “კამპ ნოუზე” 1-1 დაასრულეს მატჩი.

დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად რათქმაუნდა კატალონიელები მიიჩნევიან, თუმცა ბილბაოელები ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და ბარსელონელებს “სან მამესზე” ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” სეზონს არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის გარეშე იწყებს. ასეთი რამ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე პირველად ხდება. არგენტინელს მცირე ტრავმა აწუხებს და რასაკვირველია ერნესტო ვალვერდე არ აპირებს გარისკვას.

დანაკლისი აქვთ მასპინძლებსაც. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბასკების დაცვის ხაზის ლიდერის, ინიგო მარტინესის თამაში.

ცალკე საკითხია ერნესტო ვალვერდეს დაბრუნება “სან მამესზე”. ბარსელონელთა დამრიგებელი სწორედ “ბილბაოს” ხელმძღვანელობდა, სანამ კატალონიური გრანდის მწვრთნელი გახდებოდა და ბილბაოელების შესაძლებლობები და სათამაშო სქემა მისთვის უცხო ნამდვილად არ უნდა იყოს.

საინტერესო ფაქტები

  • ბილბაოს ლა ლიგაში გამართულ ბოლო 14 საშინაო მატჩში არ წაუგია
  • დღევანდელი მეტოქეების ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში 2.5 ნაკლები გოლი დაფიქსირდა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s