ინგლისის პრემიერ ლიგა. არსენალი – ბარნლი Preview

პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა.

“არსენალი” წინა სეზონთან შედარებით საგრძნობლად გაძლიერდა. “მეთოფეებმა” ერთმანეთის მიყოლებით დაიმატეს საინტერესო მოთამაშეები. წინასასეზონო მატჩებში ყველაზე სუსტ რგოლად თითქოს დაცვის ხაზი მოჩანდა, რის გამოც უნაი ემერიმ გამოცდილი დავიდ ლუისი და ახალგაზრდა კირან ტირნი დაიმატა. ნახევარდაცვის გასაძლიერებლად საინტერესო ოფცია იყო დანი სებალიოსი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ იჯარის წესით შეუერთდა გუნდს, ხოლო ნიკოლა პეპემ კი ლონდონელთა შემტევი პოტენციალი წესით ერთი ორად უნდა გაზარდოს.

“ბარნლი” უკვე ჩამოყალიბდა ძალიან სიმპატიურ გუნდად და რაც მნიშვნელოვანია ლანკაშირელები ახერხებენ წლიდან წლამდე ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას. მართალია შარშანდელ სეზონში სტუმრები პრემიერ ლიგაში სათანადო დონეზე ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს ლოგიკურიც იყო, რადგან მთავარი აქცენტი ევროპის ლიგაზე ქონდათ გაკეთებული. ორ ფრონტზე საბრძოლველად კი გუნდს საკმარისი რესურსი არ ქონდა. მართალია “ბარნლის” არ აქვს ხმაურიანი ტრანსფერების გაკეთების რესურსი, თუმცა შონ დიჩიმ მაინც მოახერხა საინტერესო ფეხბურთელების დამატება. გამოცდილმა მარცხენა მცველმა სადებიუტო მატჩშივე ორი საგოლე პასი გაუკეთა ბარნსის. ჯეი როდრიგესს კი მართალია პირველ თამაშში სულ ათიოდე წუთი მიეცა, თუმცა ვფიქრობ ჩემპიონშიპის გასული სეზონის ერთ-ერთ გოლეადორს ძირითადში დამკვიდრების კარგი შანსი ექნება.

საინტერესო ფაქტები

  • არსენალმა ბოლო 10 ურთიერთშეხვედრა მოუგო ბარნლის
  • გუნდების ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში 2.5 მეტი გოლი “დაჯდა”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s