ესპანეთის ლა ლიგა. სელტა – რეალი Preview

“ბარსელონას” გუშინდელი მარცხის შემდეგ დღეს ჩემპიონატის პირველ მატჩს მადრიდის “რეალი” გამართავს.

ფრან ესკრიბას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ “სელტამ” საგრძნობლად მოუმატა თამაშს, განსაკუთრებულად კარგად კი ვიგოელები საკუთარ მოედანზე გამოიყურებოდნენ. მიმდინარე სეზონის გახსნა მასპინძლებს ძალიან რთული მატჩით უწევთ და საინტერესოა რამდენად შეძლებენ ისინი დედაქალაქელების შეჩერებას. “სელტას” ვფიქრობ ძალიან დააკლდება “ვალენსიაში” წასული ურუგვაელი შემტევი მაქსიმილიანო გომეს გონსალესი, რომელიც იაგო ასპასთან ერთად მშვენიერ დუეტს ქმნიდა გასულ სეზონში. მის ნაცვლად ვიგოელებისთვის მომავალში სანტი მინა შეუტევს, თუმცა დღეს ახალგაზრდა ესპანელი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება გუნდს. სამაგიეროდ პირველივე ტურიდან გააძლიერებენ ვიგოელებს “ბარსელონადან” წამოსული დენის სუარესი და გასულ სეზონში “გენკის” დაცვის ბურჯი განელი იოზეფ აიდოო.

ზიდანის დაბრუნებამ “სამეფო გუნდის” გულშემატკივრებს იმედი გაუღვიძა, მაგრამ ფაქტია რომ “რეალი” ამ დრომდე ვერ დალაგდა. ჯერ კიდევ არ წყდება საუბრები გუნდიდან არაერთი ფეხბურთელის გაშვებაზე და ახალი ვარსკვლავების დამატებაზე. რაც არ უნდა უცნაური იყოს ამდენი მოთამაშის დამატების შემდეგაც კი სავარაუდო შემადგენლობაში მხოლოდ ძველ სახეებს ვხედავთ. ედენ აზარის ტრავმამ ზიდანს ძალიან გაურთულა საქმე და საინტერესოა როგორ მოახერხებს ფრანგი ასეთი დანაკლისის კომპენსირებას.

საინტერესო ფაქტები

  • ვიგოში გუნდების მიერ გამართულ ბოლო 6 დაპირისპირებაში 2.5 მეტი გოლი “დაჯდა”
  • “სელტას” ლა ლიგაში ბოლო 5 საშინაო მატჩია არ წაუგია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s