ინგლისის პრემიერ ლიგა. ვულვზი – მანჩესტერ იუნაიტედი Preview

“ვულვზი” პრემიერ ლიგის ორგანიზატორებმა რთულ მდგომარეობაში ჩააგდეს.

“ვულვერჰამპტონმა” წარმატებული სეზონის შემდეგ შემადგენლობა სრულად შეინარჩუნა და უფრო მეტიც “მგლებმა” რამდენიმე ძალიან საინტერესო მოთამაშეც დაიმატეს. თითქოს მასპინძლებს ყველანაირი წინაპირობა აქვთ დღევანდელ მატჩს ოპტიმიზმით შეხვდნენ, თუმცა სიტუაციას ართულებს ევროპის ლიგაზე მათი ასპარეზობა. ხუთშაბათს “ვულვზს” “ტორინოსთან” გასვლითი მატჩი ელის, რის გამოც არ არის გამორიცხული მასპინძელთა მწვრთნელმა როტაციას მიმართოს. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა “მგლებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროტურნირების საგზურის მოპოვება მათთვის რა თქმა უნდა არ წარმოადგენს ყოველდღიურობას.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონატი დიდებული შედეგით დაიწყო. “წითელმა ეშმაკებმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” გაანადგურეს, თუმცა ვფიქრობ შედეგი არ ასახავს ამ მატჩის რეალობას. უბრალოდ “იუნაიტედის” ფეხბურთელებმა მეტოქის ფაქტობრივად ყველა შეცდომა გოლად აქციეს, “არისტოკრატებმა” კი საკუთარი შანსების გამოყენება ვერ შეძლეს. მანჩესტერელებმა გასულ სეზონში “ვულვზს” ვერცერთი მატჩი ვერ მოუგეს და მაქსიმალურად ეცდებიან სამი ქულის მოპოვებას.

საინტერესო ფაქტები

  • “ვულვზს” პრემიერ ლიგაში საკუთარ მოედანზე უკვე 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
  • გასულ სეზონში გამართულ სამივე ურთიერთშეხვედრაში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s