გერმანიის ბუნდესლიგა. კიოლნი – დორტმუნდი Preview

კიოლნში ბუნდესლიგა ბრუნდება.

„კიოლნი“ ბუნდესლიგას დაუბრუნდა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება დიდი ხნით აქვს დაგეგმილი. გუნდმა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი გააკეთა. შესაძლოა ვერსტრაეტის და ეჰიზიბუეს გვარები ამ ეტაპზე ბევრს არაფერს არ ეუბნება ფართო აუდიტორიას, თუმცა მათ ნამდვილად აქვთ მასპინძლების გაძლიერების პოტენციალი. ფაქტია რომ ბუნდესლიგის გახსნით მატჩში ორივე მათგანმა 90 წუთი სათამაშო დრო მიიღო, რაც ნიშნავს რომ გუნდის თავკაც ახიმ ბაიერლორცერს მათი ძალიან ეიმედება. ასევე ვფიქრობ უახლოეს მომავალში გუნდის ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად შეძლებს ადგილის დამკვირდებას სებასტიან ბორნაუვი, რომელიც გასულ სეზონში „ანდერლეხტის“ დაცვის ხაზს ამაგრებდა და პარალელურად ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლავთ. ზოგადად „კიოლნისგან“ საკმაოდ მძიმე სტარტს ველი კალენდარის სირთულისგან და ბუნდესლიგასთან ადაპტაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, თუმცა ვფიქრობ ტურნირის მსვლელობისას მასპინძლები აუცილებლად მოუმატებენ და საბოლოო ჯამში მოახერხებენ კიდეც მთავარი მიზნის შესრულებას და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

„დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ძალიან უცნაურად დაიწყო. საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის პირველ ტურში პირველივე წუთზე გოლის გაშვება რა თქმა უნდა ყველასთვის სრული შოკი იყო. თუმცა მატჩის მესამე წუთზე პაკო ალკასერის საპასუხო გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და მასპინძლებმა „აუგსბურგი“ 5:1 დაამარცხეს. ზოგადად სეზონის წინ დორტმუნდელებს ექსპერტების ნაწილი ბუნდესლიგის მთავარ ფავორიტადაც კი თვლიდა, რაც გერმანიის სუპერ თასზე „ბაიერნის“ დამარცხებამ კიდევ უფრო გაამყარა. „ბორუსიამ“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურად იმუშავა. ფეხბურთელების გაყიდვით საკმაოდ დიდი თანხაც მიიღო და კიდევ უფრო მეტი დახარჯა ახალი მოთამაშეების დამატებაში. აღსანიშნავია რომ გუნდში მისული ფეხბურთელების ხარისხი ძალიან მაღალია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ „დორტმუნდი“ საგრძნობლად გაძლიერდა.

საინტერესო ფაქტები

  • დორტმუნდმა ბუნდესლიგის ზედიზედ 7 მატჩში მოახერხა მინიმუმ ორი გოლის გატანა
  • გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან „დორტმუნდს“ არცერთი მატჩი არ აქვს წაგებული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s