ინგლისის პრემიერ ლიგა. ასტონ ვილა – ევერტონი Preview

“ასტონ ვილა” პირველი ქულების აღებას შეეცდება.

გასული სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონშიპიდან ამოსული გუნდებიდან ყველაზე დიდი მოლოდინით სპეციალისტები „ასტონ ვილას“ ასპარეზობას ელოდებოდნენ. თუმცა ბირმინგემელთა სტარტი წარუმატებელი გამოდგა. „ტოტენჰემთან“ გასვლითი მარცხი თუ ლოგიკური იყო, „ბორნმუთთან“ საშინაო მატჩში წაგება უკვე მათ პასივში უნდა ჩაიწეროს. „ასტონ ვილამ“ არაერთი მისთვის ძვირადღირებული ტრანსფერი გააკეთა და ახალწვეულებმა უკვე უნდა დაიწყონ მათზე გაცემული ავანსების გამართლება. განსაკუთრებული მოლოდინი „ბრიუგედან“ შეძენილი უესლის მიმართ არის, რომელიც თავდასხმაში ბირმინგემელთა მთავარ იმედად განიხილება. ვნახოთ იქნებ მესამე მატჩში მოახერხოს ბრაზილიელმა სადებიუტო გოლის გატანა.

„ევერტონის“ დაცვის ხაზი ახალ სეზონში ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს. ზაფხულიდან მოყოლებული გუნდმა როგორც ოფიციალურ, ისე ამხანაგურ მატჩებში უკვე 6-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. მართალია ლივერპულელები სამაგიეროდ ვერც წინა ხაზში ახერხებენ მეტოქე გუნდების კარის ხშირად აღებას, თუმცა წაუგებელი სერია რა თქმა უნდა მხოლოდ აღნიშვნის ღირსია. „ევერტონმა“ პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში 4 ქულა აიღო, თუმცა უნდა ითქვას რომ მისი მეტოქეები ახალ ჩემპიონატს აშკარად მოუმზადებლად შეხვდნენ. აღსანიშნავია რომ სტუმართა რიგებში დისკვალიფიკაციის გამო მორიგ მატჩს გამოტოვებს მორგან შნიდერლინი. ასევე შესაძლოა ვერ ითამაშოს ლუკას დინმა, რომელმაც წინა მატჩში ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა მოედანი. თუმცა მარკო სილვას მაინც იმედი აქვს რომ მისი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა მოახერხებს ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

საინტერესო ფაქტები

  • პრემიერ ლიგაში „ევერტონის“ მიერ ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან რვა შეხვედრაში 2.5 ნაკლები გოლი დაფიქსირდა
  • მიმდინარე სეზონში გუნდების მიერ ჯამში გატანილი 4 ბურთიდან 3 მატჩების დებიუტშივე 1-15 წუთების ინტერვალში გაიტანეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s