ინგლისის პრემიერ ლიგა. ლივერპული – არსენალი Preview

ინგლისის პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდი” უმასპინძლებს.

ზედიზედ ორი დაგეგმილი გამარჯვების შემდეგ “ლივერპულს” პირველი სერიოზული გამოცდა ელის. მასპინძლები მიმდინარე სეზონში თითქოს უფრო გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, რაც მეტოქეებს გოლის გატანის შანსს უზრდის და ფაქტია რომ ლივერპულელებმა ჯერჯერობით ვერცერთ ოფიციალურ მატჩში ვერ მოახერხეს კარის მშრალად შენახვა. გასაგებია რომ ამაში დიდი წვლილი ალისონის ტრავმას მიუძღვის, თუმცა ფაქტია რომ “წითლების” კართან უფრო მეტი სახიფათო მომენტი იქმნება, ვიდრე ეს გასულ სეზონში ხდებოდა. კლოპი განსხვავებულად უდგება ამ სეზონში შემადგენლობის შერჩევასაც. ადრე თუ გერმანელი ძირითად შემთხვევაში ტრადიციულად სტაბილური თერთმეტეულით იწყებდა, ახლა გაცილებით მეტია როტაცია და მასპინძლების სასტარტო შემადგენლობის სრულად გამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია.

უნაი ემერის განცხადებით მისი გუნდი არ არის მზად “ლივერპულთან” სათამაშოდ. ამ განცხადებისას “არსენალის” მთავარი მწვრთნელი გულახდილი იყო, თუ მეტოქის კონცენტრაციის მოდუნებას ცდილობდა ძნელი სათქმელია. თუმცა ჩემი აზრით ლონდონელები სულაც არ არიან ამ მატჩში უშანსოდ. გასულ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა “მეთოფეების” ახალწვეულმა დანი სებალიოსმა, რომელმაც კარგად მოახერხა ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზების დაკავშირება და ორი საგოლე პასით უდიდესი წვლილი შეიტანა მორიგ გამარჯვებაში. ვფიქრობ “არსენალი” ტურიდან ტურამდე მოუმატებს, რადგან ახალწვეულები ჯერჯერობით მაინც ვერ ახერხებენ შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და საჭიროებენ თანაგუნდელებთან ადაპტაციას.

საინტერესო ფაქტები

  • “ლივერპულს” პრემიერ ლიგაში 39 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
  • “ენფილდზე” გამართულ ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში 2.5 მეტი გოლი “დაჯდა”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s