იტალიის სერია ა. უდინეზე – მილანი Preview

“მილანი” ახალ სეზონს “უდინეზესთან” გასვლითი დაპირისპირებით იწყებს.

“უდინეზე” სერია “ა”-ში ყოველწლიურად ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და მასპინძლები ჩემპიონატის გახსნით მატჩში რა თქმა უნდა მაქსიმალურად დაიხარჯებიან. უდინელებს წელს საკმაოდ განახლებული შემადგენლობით მოუწევთ თამაში. გუნდი დატოვეს იჯარის წესით მოასპარეზე საკმაოდ მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა: სანდრო, ზენგელაარი და ოკაკა საკუთარ გუნდებს დაუბრუნდნენ. იაკუბ იანკტოს სანაცვლოდ კი “სამპდორიამ” 15 მილიონი ევრო გადაიხადა. მეორეს მხრივ “ზოლიანებმა” შევსებაც ძალიან საინტერესო მიიღეს. “პალერმოდან” გუნდს შეუერთდა ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოვებული ილია ნესტეროვსკი და გამოცდილი ნახევარმცველი მატო იაიალო. ახალშეძენილი ბრაზილიური “დესანტი” უოლასისა და როდრიგოს სახით კი იტალიურ გუნდს უფრო ტექნიკურს გახდის. ასევე საინტერესო მოთამაშეა “უოტფორდიდან” იჯარის წესით დამატებული ნახევარმცველი კენ სემა. თუ გავითვალისწინებთ რომ სეზონს მშვენიერ ფორმაში ხვდებიან მანდრაგორა და ლაზანიაც, ვფიქრობ “უდინეზე” ამ სეზონში საკმაოდ ბევრი გოლის გატანას შეძლებს. მთავარია ამასთან ერთად გუნდის დაცვის ხაზმაც დაბალანსებულად ითამაშოს.

“მილანის” მიმართ ინტერესი არ კლებულობს მიუხედავად ძალიან ცუდი შედეგებისა. ყოველწლიურად არის მოლოდინი რომ “როსონერი” როგორც მინიმუმ დაიწყებს ძველი დიდების დაბრუნებას. ამჯერად უკვე მარკო ჯამპაოლოს დაეკისრა მძიმე მისია, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე “სამპდორიას” წვრთნიდა. ცვლილებები შეეხო გუნდის შემადგენლობასაც. მილანელთა რიგები დატოვეს: ზაპატამ, ბაკაიოკომ და კუტრონემ. სანაცვლოდ კი “როსონერიმ” სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა. მილანელებმა “ატალანტადან” საბოლოოდ გამოისყიდეს ფრენკ იანიკ კესიე, რომელიც ბოლო პერიოდში ძირითადი შემადგენლობის ფაქტობრივად უცვლელი წევრი იყო. “როსონერის” ახალწვეულებიდან კი გამოსაყოფია: თეო ერნანდესი, რადე კრუნიჩი, ისმაელ ბენასერი, ლეონარდო დუარტე და სილვა და რა თქმა უნდა რაფაელ ლეაო, რომლის მიმართ მაინც განსაკუთრებული ინტერესია.

საინტერესო ფაქტები

  • 2014 წლის შემდეგ “მილანმა” ყველა გასვლით მატჩში შეძლო “უდინეზეს” კარში მინიმუმ 1 გოლის გატანა
  • უდინეში გამართულ ბოლო 2 ურთიერთშეხვედრაში წითელი ბარათი ვიხილეთ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s