ATP. აშშ-ს ღია პირველობა. ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობაზე ასპარეზობას ძირითადი ბადიდან იწყებს.

26 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის (Hard) ძირითადი ბადის შეხვედრები იწყება. ტურნირი 2 კვირის მანძილზე გაგრძელდება.

US Open-ის პირველ შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ (რეიტინგში 65), მარტინ ფუჩოვიჩთან გამართავს. ფუჩოვიჩი ბასილაშვილისთვის ნამდვილად წარმოადგენს უხერხულ მეტოქეს, რადგან აქამდე გამართულ 7 შეხვედრაში უნგრელი ლიდერობს, ანგარიშით : 5-2. ეს ჩოგბურთელები მიმდინარე წელს მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. წლევანდელი სტატისტიკაც უნგრელის სასარგებლოდაა: 3-1. ბასილაშვილსა და ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებული, შემდეგ წრეში, ტომაშ ბერდიხსა და ჯენსონ ბრუკსბის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკას, განსხვავებით წინა ტურნირისგან, US Open-ზე 180 ქულა აქვს დასაცავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკამ 3 წრე უნდა გაიაროს, რათა ქულები არ დააკლდეს.

US Open-ის წლევანდელ ტურნირში, ამავე ჩემპიონატის 5 გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩოგბურთელებიდან მიმდინარე ტურნირი მოგებული აქვთ :

როჯერ ფედერერი – 5

ნოვაკ ჯოკოვიჩი – 3

რაფაელ ნადალი – 3

სტანისლას ვავრინკა – 1

მარინ ჩილიჩი – 1

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s