WTA. აშშ-ს ღია პირველობა. მარიამ ბოლქვაძე

მარიამ ბოლქვაძე აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეშია.

26 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის (Hard) ძირითადი ბადის შეხვედრები იწყება. ტურნირი 2 კვირის მანძილზე გაგრძელდება.

დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში პირველად იასპარეზებს მარიამ ბოლქვაძე.

ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც პირველ შეხვედრაში ბრიტანელი, ჰაიზერ უოტსონი დაამარცხა 6:4, 6:2, მეორე შეხვედრაში სამხრეთ კორეელ ნა-ლე ჰანს სძლია სამ სეტში – 2:6, 6:2, 7:5, ხოლო კვალიფიკაციის ბოლო შეხვედრაში ჩინელ, შილინგ სიუსთან გაიმარჯვა ასევე სამ სეტში – 6:4, 2:6, 6:4  და US Open-ის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მარიამი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს. ქართველის მეტოქე ამერიკელი (რეიტინგში 69) ბერნანა პერა იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ბოლქვაძე პირველ ეტაპს წარმატებით გადალახავს, მისი მეტოქის ვინაობა ჩეხ ჩოგბურთელ, კაროლინა პლიშკოვასა და მის თანამემამულე ტერეზა მარტინცოვას შორის გამოვლინდება.

წარმატებას ვუსურვებთ ქართველ ჩოგბურთელს !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s