ინგლისის პრემიერ ლიგა. არსენალი – ბარნლი Preview

პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა.

Continue reading “ინგლისის პრემიერ ლიგა. არსენალი – ბარნლი Preview”

ინგლისის პრემიერ ლიგა. ლივერპული – ნორვიჩი Preview

ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ სეზონს “ლივერპულისა” და “ნორვიჩის” დაპირისპირება გახსნის. მასპინძლებმა გასულ კვირას ინგლისის სუპერ თასისთვის დაპირისპირება “მანჩესტერ სიტისთან” დათმეს და ახლა რა თქმა უნდა მათი უმთავრესი მიზანი ჩემპიონატის მოგებით დაწყებაა.

“ენფილდზე” “წითლები” რა თქმა უნდა ფავორიტებად ითვლებიან, მიუხედავად იმისა რომ უცნობია მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილეობას მათი ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე. მართალია სენეგალელი შემტევი აფრიკის თასზე ასპარეზობის შემდეგ უკვე დაუბრუნდა გუნდს, თუმცა მას ფაქტობრივად მთელი წინასასეზონო შეკრება გაუცდა და უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლოპი. არ არის გამორიცხული სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მანეს ნაცვლად ორიჯიმ მიიღოს.

“ნორვიჩი” პრემიერ ლიგას წელს დაუბრუნდა და შემადგენლობის გათვალისწინებით გუნდის ერთადერთი მიზანი წესით უძლიერესებს შორის ადგილის შენარჩუნება იქნება. სტუმრების მთავარი იმედი ამ სეზონში ალბათ გამოცდილი მეკარე და ფინელი გოლეადორი ტემუ პუკი იქნება. ბოლო წლებში სკანდინავიელმა აშკარად მოუმატა თამაშს და ჯერ ორი სეზონის მანძილზე დანიური სუპერ ლიგის მეკარეები “გააწამა”, გასულ სეზონში კი ჩემპიონშიპში 29 გოლის გატანა მოახერხა. რამდენად ეყოფა მისი კლასი პრემიერ ლიგას ამას უკვე ახალი სეზონი გვაჩვენებს.

საინტერესო ფაქტები

  • “ენფილდზე” “ლივერპულს” 38 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს პრემიერ ლიგაში
  • დღევანდელი მეტოქეების ბოლო შეხვედრა “ენფილდზე” ფრედ 1:1 დასრულდა
  • დღევანდელი მეტოქეების 50 ურთიერთშეხვედრიდან 27-ჯერ ლივერპულელებმა გაიმარჯვეს